შეწყალების საქმეზე პროკურატურა მოკვლევას განაგრძობს. საპარლამენტო მდივნის და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის შემდეგ, ამჯერად პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი იკითხება.
საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ადმინისტრაციის თანამშრომლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ასევე უკომენტაროდ დატოვა ერთ-ერთმა მათგანმა პროკურატურა გამოკითხვის შემდეგ. როგორც ცნობილია, ამ საქმის ფარგლებში გამოკითხულები გაუთქმელობის პირობას დებენ.