27 დეკემბერი 2024,   18:04
ვრცლად
"სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი, ეს არის პრეზიდენტი" - სალომე ზურაბიშვილი შეწყალებულთა სიაზე

შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს, - ასე უპასუხა მის მიმართ კრიტიკას პრეზიდენტმა ნიუ-იორკიდან. ზურაბიშვილის შეფასებით, გამოცხადებული მორატორიუმი არის ფრთხილი გადაწყვეტილება.

"მივიღე გადაწყვეტილება ჩემით, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ინიციატივით გამოვედი, რომ დაიწყოს წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა. ეს სამუშაო დაწყებულია და მიმდინარეობს,"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი შეწყალებულთა სიის შედგენას საკუთარ თავზე იღებს და აცხადებს, რომ თავად შეარჩია შესაწყალებელი ადამიანები.

"მიდის გამოძიება, დაველოდოთ. მე მაქვს სრული ნდობა გამოძიების და რაც ხდება. სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი, ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ირჩევს ყველა იმ საქმეებიდან, თავისი სუბიექტური შეფასებებიდან გამომდინარე ვინ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ: არცერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული ანგელოზი არაა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები