18 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
"დაავალეს და შეიწყალა" - ოპოზიცია ზურაბიშვილის განცხადებას ირონიულს და არასერიოზულს უწოდებს

სალომე ზურაბიშვილის კომენტარს, რომ სია მან თავად შეადგინა და შესაწყალებელთა სია, მასში "ანგელოზების" ყოფნას არ გულისხმობს, ოპოზიცია ირონიულს და არასერიოზულს უწოდებს.

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, შეწყალების საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, მათი პოლიტიკური ძალის მიერ პროკურატურისთვის მიწოდებული მასალები და წყარო რომელმაც მათ ამ თემაზე ინფორმაცია მიაწოდა სანდოა, ამიტომ ისინი გამოძიების გაგრძელებას ითხოვენ. კანდელაკის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას ფორმალური სახე მიეცემა, ისინი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის მურთაზ ზოდელავას თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა იმ ადამიანების დავალება შეასრულა, ვისთანაც ვალში იყო. ზოდელავას თქმით, ცალკე საკითხია, ის თუ როგორ მოხდა სიის შედგენა:

"ალბათ აქ იქნება ნეპოტიზმიც, საარჩევნო ვალდებულებებიც, კონკრეტული კორუფციული ანგარებითი მოტივებიც,"- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

 

დღის ამბები