სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. გრიგოლ ლილუაშვილმა და ერიკ ჰოგმა შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს. საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს. დაისვა კითხვა, რა უნდა გაკეთდეს, რომ არსებული ფორმატი გაძლიერდეს.