20 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
"ძალადობრივი გზით დაეუფლნენ მის მობილურს"- პროკურორი 6 პირის მიერ, გარდაცვლილის მიმართ ჯგუფურ ძარცვაზე საუბრობს

ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის საქმის პროკურორის განცხადებით, საგამოძიოებო უწყებას ვარკეთილში მომხდარ შემთხვევაზე არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული.

"არასრულწლოვანი გ.ყ.-ს მიმართ ექვსმა პირმა, მათ შორის ორმა არასრულწლოვანმა განახორციელა ჯგუფური ძარცვა. თავდაპირველად დაზარალებულს მოსთხოვეს მობილური ტელეფონის გადაცემა-დალომბარდება, უარის მიღების შემდგომ კი ძალადობრივი გზით დაეუფლნენ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, გამოძიების ეტაპზე არა ერთი უტყუარი მტკიცებულება იქნა მოპოვებული, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებს, მოცემულ მომენტში ბრალდებულ პირთა დანაშაულის ჩადენას,"-აცხადებს პროკურორი ნათია ქომიაშვილი.

 

დღის ამბები