რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა პროტესტს განაგრძობს. თორნიკე მამალაძე მეათე დღეა კარავში იმყოფება.
მისი მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ის ძმის გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ დეკანოზი უდანაშაულოა. ქუჩის პროტესტის რეჟიმზე თორნიკე მამალაძე მას შემდეგ გადავიდა, რაც საპატრიარქოსგან დეკანოზის შეწყალებაზე უარი მიიღო.