13 სექტემბერი 2026,   07:53
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლო - ბათუმის მერია მუსლიმ მრევლს დისკრიმინაციულად მოეპყრო

უკანონო და დისკრიმინციული - ასე შეაფასა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რის საფუძველზეც მუსლიმებს ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლომ სარჩელის მესამე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას გულისხმობდა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის თქმით, ამ საკითხის "იდეალური გადაწყვეტა" მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

მან ასევე აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებულ ფაქტს, ზონაში სადაც მუსლიმი თემი მეჩეთის აგებას ითხოვს, 7 ეკლესიაა და მერიას ამ მშენებლობებისთვის ხელი არ უნდა შეეშალა.

"უსაფუძვლო იქნება იმის მტკიცება, რომ მუნიციპალიტეტი თანაბრად ეპყრობა ორივე რელიგიის წარმომადგენლებს,"-განაცხადა მოსამართლემ.

სასამართლო პროცესს დღეს მერიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

მეჩეთის საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს უარი უთხრა მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აშენების შესახებ პირველი ეტაპის ნებართვის მიღებაზე. მერიამ მაშინ განმარტა, რომ საცხოვრებელ ზონაში საკულტო ნაგეობის მშენებლობა არ დაიშვებოდა.

დღის ამბები