18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
"ეს აჟიოტაჟი პრეზიდენტის რეპუტაციის შესალახად ატყდა" დევაძის ადვოკატი 

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულის, პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის რამაზ დევაძის ინტერესების დამცველი და ოჯახის წევრები შეწყალების საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟს ხელოვნურს უწოდებენ.

დევაძის ადვოკატის მოსაზრებით, აჟიოტაჟი ხელისუფლების მიერ არჩეული პრეზიდენტის რეპუტაციის შელახვას ემსახურება. მათივე მტკიცებით, ბრალდებულს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია, შესაბამისად, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ხელოვნური, პროცესი კი მართულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძეც იყო. 20 სექტემბერს პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები