უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევა იწყება. საბჭოს წევრები უვადო მოსამართლეებად გასამწესებელი კანდიდატების მოსმენას დღეიდან დაიწყებს. პირველ ეტაპზე, საუბარია 16 მოსამართლეზე. დღეს საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ანგარიშიც განიხილეს.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ამ პროცესსაც ფასადურს უწოდებს. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ "კლანმა" თავისი წევრები საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში განამტკიცოს.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი პროცედურულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საბჭო სხდომებს კანონით დადგენილ ვადებში არ მართავს.