19 აპრილი 2024,   08:17
ვრცლად
სროლა ყიფშიძის ქუჩაზე - დაჭრილია ორი მამაკაცი

ყიფშიძის ქუჩაზე იარაღიდან გასროლით ორი მამაკაცი დაჭრეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც "კურიერის" ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაჭრილები საავადმყოფოში ამ წუთებში გადაყავთ. 

როგორც "კურიერს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დაიწყო. უწყების ცნობით, ამ დროისთვის პოლიცია დამნაშავეების დასაკავებლად მუშაობს. 

დღის ამბები