18 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ყიფშიძის სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკითხვები ვაკის პოლიციაში მიმდინარეობს

ვაკის პოლიციაში ყიფშიძის სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე უკვე ერთი საათია დაკითხვები მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ პოლიციის შენობა დატოვა ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ქალი, რომელიც "კურიერის" ექსკლუზიურ კადრებშიც კარგად ჩანს,  როგორ იცავს ის მეუღლეს თავდასხმისგან. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

"კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 10 პირია გამოკითხული. დაკითხვის პროცესი კვლავ გრძელდება.

როგორც ცნობილია, ყიფშიძის ქუჩის შემთხვევა ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება და დღევანდელი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ბიზნესწილების გადანაწილება იყო.

დღის ამბები