"წუთისოფელი" - ასე ჰქვია ერთ-ერთ ბოლო ნაწარმოებს, რომელიც ლეგენდარულმა კომპოზიტორმა- გია ყანჩელმა 83 წლის ასაკში შექმნა. "წუთისოფელი" ვაჟთა გუნდისთვის დაიწერა და ის პირველად რუსთაველის თეატრში, კომპოზიტორის ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერაზე გაჟღერდა.
ამავე საღამოზე, მსმენელმა პირველად მოისმინა ნაწარმოები, რომელიც მაესტრომ იმ საავადმყოფოს მიუძღვნა, სადაც თავად მკურნალობდა.
გია ყანჩელი სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მუსიკას ცნობილი ფილმებისა და სპექტაკლებისთვის წერდა.
ცნობილი რეჟისორების 60-მდე ფილმი და 60-ზე მეტი თეატრალური სპექტაკლი ყანჩელის მუსიკამ კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.
კომპოზიტორმა 25 მუსიკალური წერილი თავის მეგობრებს დაურიგა.
გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა და თავისი შემოქმედებით, საქართველოს, ისევე როგორც მთელს მუსიკალურ სამყაროს ნამდვილი საგანძური დაუტოვა.
ლეგენდარული მაესტრო 84 წლის ასაკში დღეს გამთენიისას თბილისში კლინიკაში გარდაიცვალა.