ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე გამოძიების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.
გივი ცინცაძე საგამოძიებო უწყებაში კლინიკიდან გაწერის შემდეგ მივიდა. განყოფილების დატოვების შემდეგ მან მედიის კითხვებზე პასუხს თავი აარიდა.
კომენტარი მხოლოდ მისმა უფლებადამცველმა გააკეთა. მამუკა ლომიძის თქმით, ცინცაძე პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხა. ადვოკატი გივი ცინცაძის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.