ადვოკატ ნაირა ოტიაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული დედა-შვილის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
პროკურატურა მათ ცრუ დასმენას ედავება. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულთა ჩვენებები განსხვავდება იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერისგან, რომელიც სავარაუდო კონფლიქტის ადგილიდან ამოიღეს.
დაკავებულების უფლებადამცველები არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობენ. ცრუ დასმენის საქმეზე სამივე დაკავებულს ბრალი გუშინ ოფიციალურად წარედგინა.