11 სექტემბერი 2026,   22:35
ვრცლად
"ჯორჯიან მანგანეზის" ქარხანაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გაგრძელდება

საჩხერის სასამართლოში "ჯორჯიან მანგანეზის" ქარხანაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განხილვა დღეს მტკიცებულებების მოკვლევით  გაგრძელდება.

საქმე ეხება პოლიციის უფროსისა და მისი ორი მოადგილის მიერ წარმოების მთავარი ენერგეტიკოსის ცემას. თუმცა გუშინდელი გამოკითხვის შემდეგ ზაზა ჩინჩალაძე ინციდენტს არ ადასტურებს და ამტკიცებს, რომ მომხდარი გაუგებრობა იყო.

შემთხვევა გუშინ მაღაროს ტერიტორიაზე მოხდა. დაპირისპირების მიზეზად ქარხნის ერთ-ერთი დანადგარის ძრავის დაკარგვა სახელდება. 

დღის ამბები