ამ წუთებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში იმყოფება. საქმე კვლავ შეწყალების სკანდალურ საქმეს ეხება.
პროკურატურამ გაბუნიას კითხვები ერთხელ უკვე დაუსვა. ამჯერად, საგამოძიებო უწყებამ საპარლამენტო მდივნის დაბარება გაასაიდუმლოვა. ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდათ ჟურნალისტებს.
პროკურატურაში შესვლს წინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა "კურიერთან" კომენტარისას მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მისვლა ჩვეულებრივი პროცედურაა.
პრეზიდენტის სკანდალური შეწყალების შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულ პირებს გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული.