11 სექტემბერი 2026,   22:35
ვრცლად
"დარჩება თუ არა დეკანოზი მამალაძე სამკურნალო დაწესებულებაში ალტერნატიული ექსპერტიზით გადაწყდება" - წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ციანიდის საქმეში" მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, მსჯავრდებული, რომელიც სავადმყოფოში იმყოფება, ალტერნატიულ ექსპერტიზას ითხოვს, რომელზეც თანხმობა უკვე გაცემულია. წულუკიანის განმარტებითვე, დარჩება თუ არა საავადმყოფოში მსჯავრდებული, ამ ალტერნატიული ექპერტიზის შედეგებზეა დამოკიდებული. 

"ალტერნატიული ექსპერტიზაა მოთხოვნილი. ჩვენ თანხმობა პენიტენციური სამსახურიდან გაცემული გვაქვს, რომ ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა. ამის შემდეგ გადაწყდება საკითხი, დარჩეს თუ არა ესა თუ ის პატიმარი, მათ შორის ესეც, მე-18 დაწესებულებაში. მან გვითხრა, რომ ესა და ეს ორგანიზაციაა, რომელმაც მინდა რომ ჩამიტაროს ალტერნატიული ექსპერტიზა და ჩვენ გავეცით თანხმობა. უბრალოდ, ეს ექსპერტები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ გამოჩენილან,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.  

დღის ამბები