ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი, ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალების მიზეზის დადგენის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს.
ბაჩანა შენგელიამ დღეს პროკურატურაში განცხადება შეიტანა და საქმის მასალების საფუძვლიანი შესწავლა მოითხოვა.
შენგელია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, რამდენიმე კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებასთან ერთად, გიორგი გახარიას, მიხეილ ბატიაშვილის და აუდიტის სამსახურის სატელეფონო საუბრების დეტალურ შემოწმებას ითხოვს.