18 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
"ბორჯღალოსნების" კაპიტანმა ფიჯისთან წაგების შემდეგ ქართველ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან დიდი სხვაობით 10-45 წაგების შემდეგ მოედანზევე მსოფლიო რაგბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.

კაპიტანმა ფიჯის ნაკრებთან განცდილი მარცხის გამო ქართველ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა. ქართველ ბორჯღალოსნებს მიმდინარე ტურნირზე კიდევ ერთი თამაში დარჩათ ქვეჯგუფში ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან.

ქართველი და ავსტრალიელი მორაგბეების დაპირისპირება 11 ოქტომბერს გაიმართება. D ჯგუფში 9 ქულით უელსი ლიდერობს, 7 ქულა აქვს ფიჯის, 6 ავსტრალიას, ხოლო „ბორჯღალოსნებს“ 5, ბოლო ადგილზე 4 ქულით ურუგვაის ნაკრები იმყოფება.

"არ ვიცი რა მოხდა, რა შანსებიც გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ, ქულები ვერ მოვაგროვეთ,  ფიჯის ნაკრებმა კი კარგად ითამაშა. ძალიან სამწუხარო შედეგი მივიღეთ. ჩვენ ვალდებულების გრძნობა და თავდადება არ გვაკლია, თუმცა თავდადება ყოველთვის საკმარისი არაა. ქულების მოპოვების გარეშე თავდადებას აზრი არ აქვს. ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, ვიცი, თუ რა მნიშვნელობაც ჰქონდა მათთვის ამ შეხვედრას, ძალიან ვწუხვართ, რომ მათი გახარება ვერ შევძელით,"- განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

დღის ამბები