11 სექტემბერი 2026,   22:34
ვრცლად
პროკურატურა გიორგი ლაფერაშვილსა და ზაალ უდუმაშვილს გამოკითხვაზე იბარებს

"ფორმულა კრეატივის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი თანამშრომლები მთავარ საგამოძიებო უწყებაში დღეს, 18:00-დან 19:00 საათამდე, უნდა გამოცხადდნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები