18 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
არასრულწლოვნების შეურაცხყოფა და მუქარა - იტალიაში ქართველი მამაკაცი დააკავეს

იტალიაში ქართველი მამაკაცი დააკავეს. 44 წლის კაცს ბრალად მოზარდების მიმართ მუქარა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედება. ინციდენტი ქალაქ უდინეში მოხდა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები არასრულწლოვნებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავა. მან კარაბინერებს წინააღმდეგობა გაუწია. მეორე ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

დღის ამბები