ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის დეპუტატებს ხვდებიან. ბათუმში შეხვედრა მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო დასავლეთთან ერთად ქმის მომავალს, იმისთვის რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით მოხდეს.
"გვეამაყება, რომ ამ დიდი ოჯახის წევრები ვართ, დასავლური საზოგადოების პასუხისმგებლიანი პარტნიორი ვართ რეგიონში. საქართველომ მოიკრიბა ძალა დ მეგობრების მხარდაჭერა იმისთვის, რომ განევითარებინა დემოკრატია, ვრჩებით დემოკრატიული პრინციპების მხარდამჭერი. შევცვალეთ რეგლამენტი, გავააქტიურეთ თანამშრომლობა ასამბლეის ფორმატებში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც შესანიშნავი და აქტიური თანამშრომლობაა. მოქალაქეები ამაყობენ, რომ საქართველო არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ურთულეს წერტილებში იცავენ თავისუფლებას. დღემდე გამოწვევად რჩება 20 %-ის ოკუპაცია, ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, ეს არ არის პრობლემა, რომელიც უკვე მოხდა. ეს არის გამოწვევა, რომელიც დღესაც არსებობს და უარესი სახით გრძელდება დღემდე. ადამიანების გატაცებები, უფლებების დარღვევა, საერთაშორისო მონიტორების არ დაშვება.
საქართველო რჩება საკუთარი მომავლის შექმნის პროცესში. რჩება თავდაჯერებულად იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც ავიღეთ მოქალაქეების წინაშე. რუსეთი ვერ განსაზღვრავს ჩვენ მომავალს და საქართველო დასავლეთთან ერთად ქმის მომავალს, რათა მშვიდობიანი გზით აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.