21 დეკემბერი 2024,   18:25
ვრცლად
შეფასებები, რომლებიც გაკეთდა დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრებზე, იყო პოზიტიური" - ალექსანდრე მაისურაძე

თავისუფალი სასამართლო, მედია პლურალიზმი და 2020 წლის არჩევნები - ეს ის მთავარი აქცენტებია, რომელზეც განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოში მყოფი სტუმრები სხვადასხვა შეხვედრებზე აკეთებდნენ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, ნატოში მუდმივი წარმომადგენლები სწორედ სამართლიან არჩევნებს განიხილავენ დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელოვან ფაქტორად. 

როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ალექსანდრე მაისურაძე აცხადებს, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, პოზიტიური შეფასებები გაკეთდა. 

„შეფასებები, რომლებიც გაკეთდა დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრებზე, იყო აბსოლუტურად პოზიტიური. შეფასებები იყო საკმაოდ მაღალი და ბუნებრივია, რომ ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, უნდა გაგრძელდეს და იყო მხოლოდ და მხოლოდ წამახალისებელი გზავნილები, არანაირ კრიტიკას ადგილი არ ჰქონია,“ - აღნიშნა ალექსანდრე მაისურაძემ.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, თეონა აქუბარდია შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, იმიტომ, რომ მათ დაინახეს ის განსხვავებული მოცემულობა, რომელიც ქვეყნის შიგნით განცდების დონეზეა წარმოდგენილი და მათ დაინახეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საქართველო-ნატოს შორის თანამშრომლობა. აუცილებელია, რომ გარკვეულწილად მოხდეს იმ ანტიდასავლური ნარატივების წინააღმდეგ გარკვეული ქმედებების შემუშავება და მეტი ჩართულობის წარმოჩენა ნატოსი საქართველოში,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ვიზიტი დასრულდა.

დელეგაციის წევრებმადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველო ბათუმის აეროპორტიდან დატოვეს.



 

  

დღის ამბები