მანდატურის სამსახური ახალ საჯარო სკოლებში შედის. წილკნის სკოლა ერთ-ერთია იმ 20 ახალ საჯარო სკოლას შორის, სადაც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მანდატურის სამსახური იქნება წარმოდგენილი.
სექტემბერში მანდატურები უკვე შევიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 54 საჯარო სკოლაში. წლის ბოლომდე ამ მომსახურებით, დამატებით, კიდევ 28 საჯარო სკოლა ისარგებლებს. ახლადდანიშნული მანდატურები კონკურსის წესით შეირჩნენ.