ლაგოდეხში მოსახლეობა მათთვის წყლის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, წყლის ტარიფის გადახდა ოჯახში სულადობის მიხედვით მოხდეს.
მათი თქმით, წყლის ონკანებზე მრიცხველების დამონტაჟება გადასახადს გაზრდის, რისი საშუალებაც მოსახლეობას არ აქვს.
ამასთან, ლაგოდეხელების თქმით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა ამ დრომდე დაბინძურებული წყლით მარაგდებიან.
"წყალს აქვს სპეციფიური სუნი და გემო,"-ამბობენ აქციის მონაწილეები.
მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა. ჯონდო მდივნიშვილის თქმით, მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია, რადგან წყლის ხარისხთან დაკავშირებით შემსრულებელ კომპანიასთან გარკვეული კითხვები მათაც აქვთ.
რაც შეხება გამრიცხველიანებას, მდივნიშვილის განმარტებით, ზაფხულში დარიცხული გაზრდილი გადასახადი მოსახლეობას ჩამოეჭრება.