15 ოქტომბერი 2024,   22:41
ვრცლად
"ბავშვს ბეჭი ატკინა და რომ ვუსაყვედურე, უარესს ვუზამო"- სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მცირეწლოვანის დედა

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 50 წლის მამაკაცი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს, რომელიც  ნათესავის 5 წლის გოგონას აიძულებდა შეხებოდა. როგორც ბავშვის დედა "კურიერთან" იხსენებს, ამ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე მამაკაცმა ბავშვს ბეჭი ატკინა.

"იმ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, ბავშვს ბეჭი ატკინა და მაგაზე  რომ ვუსაყვედურე, მიპასუხა, რომ უარესს უზამდა. ამის შემდეგ მოხდა ეს ფაქტი. ამის გამო გააკეთა თუ სხვა რამის გამო, არ ვიცი, მაგრამ რომ მოხდა, ფაქტია. ოჯახის ახლობელია, ნათესავია. დასტრესილია ბავშვი თავისთავად, რაღაც კვალი დაუტოვა და გარკვეული შიშებიც აქვს. ფსიქოლოგთანაც ვმუშაობთ და იმედია, დავძლევთ მალე,"- აცხადებს მცირეწლოვანის დედა.

მომხდარის შემდეგ, ბავშვის ოჯახმა სოფელი დატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.

დაკავებული მამაკაცი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია. გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები