14 სექტემბერი 2026,   05:23
ვრცლად
ოპოზიცია ილია ჯიშკარიანს საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს

ილია ჯიშკარიანს საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებისკენ საკრებულოს ოპოზიციური წევრებიც მოუწოდებენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საკითხს პირველივე სხდომაზე დააყენებენ.

ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს თბილისის მერიც გამოეხმაურა. კახა კალაძეს მიაჩნია, რომ დეპუტატმა მანდატი გამოძიების მიმდიანარეობის პერიოდში არ უნდა დატოვოს. მერის თქმით, თუ დეპუტატს დაუმტკიცდება ბრალდება ის გამოძიების წინაშე პასუხს აგებს.

თამთა თოდაძემ ჯიშკარიანი ძალადობაში რამდენიმე დღის წინ დაადანაშაულა. გუშინ პოლიციამ დაზარალებული და დაზარალებულის დედა დაკითხა. თავად ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე გულის შეტევით საავადმყოფოში იმყოფება.

დღის ამბები