14 სექტემბერი 2026,   05:48
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის და გურამ ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

20 ივნისის ღამის მოვლენებზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

ირაკლი ოქრუაშვილი უკვე 2 თვეა პატიმრობაშია. “გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ბრალს არ აღიარებს. მისი უფლებადამცველის თქმით, საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და მას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს.

დღესვე სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გურამ ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. შეგახსენებთ, ჩალაგაშვილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.

დღის ამბები