30 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
საია 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიებას არაეფექტურს უწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. აღნიშნულზე ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა.

20-21 ივნისის საქმეზე აქციის 17 მონაწილეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს წარედგინა ბრალი. ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 აქციის მონაწილე ცნეს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, მსგავსი მიდგომა საქმის გამოძიებას არაეფექტურს ხდის.

"მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ მაშინ როდესაც მხოლოდ 4 აქციის მონაწილეა ამ დროისთვის დაზარალებულად ცნობილი სისხლის სამართლის საქმეებზე, პარალელურად მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმეში 67 პოლიციელია ცნობილი დაზარალებულად. მხოლოდ 3 პოლიციელს აქვს ამ დროისთვის წარდგენილი ბრალი. ჩენ გვაქვს ფაქტები, როდესაც უკვე უნდა ჰქონდეთ პირებს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული, მაგრამ ამ დრომდე მათ ეს სტატუსი მიღებული არ აქვთ," - განმარტა საია-ს თავმჯდომარის მოადგილემ, ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები