დღეს 20 ივნისის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი შესავალი სიტყვებით გაგრძელდება. ბრალდებულების უფლებადამცველები საქმეში არასაკმარის მტკიცებულებებზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, მოწმეთა ჩვენებები ბრალდებულების დანაშაულს არ ადასტურებენ. ადვოკატები მათ დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. აქციის მონაწილეებს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
"არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტით ადასტურებს მორის მაჩალიკაშვილის მხრიდან აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტს. დღესდღეისობით მას პატიმრობა აქვს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული. ბუნებრივია ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის მალხაზ მაჩალიკაშვილის ძალიან სამართლიან ბრძოლაზე გავლენის მოხდენის იარაღი, რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ლეგიტიმურია,“ - განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა.