13 სექტემბერი 2026,   07:52
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაამზადეს და 120 000 ლარის გადახდის პირობით გაასაღეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვით, თითქოს ერთ-ერთმა კომპანიამ მეორე მეწარმე სუბიექტს  298 680 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა მიაწოდა," - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ალექსანდრე მებონიამ.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით. 

დღის ამბები