21 დეკემბერი 2024,   18:33
ვრცლად
თბილისის ზღვაში კანალიზაცია ჩაედინება - მერიამ უკანონო დაერთება აღმოაჩინა

თბილისის ზღვაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების უკანონო დაერთებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და პრობლემის მოგვარება ვიცემერს დაავალა. კახა კალაძის თქმით, "პრობლემა ძალიან მძიმეა და ასეთი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება."

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა გაარკვიოს, მართლაც არის თუ არა თბილისის ზღვაზე საკანალიზაციო ქსელები დაერთებული და ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედონ.

"მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, თუ თქვენ ვიზუალურად არ გაქვთ საშუალება და ვერ ახერხებთ ნახოთ ეს ადგილები, შეიყვანეთ მძიმე ტექნიკა, რათა მოიძებნოს ეს ადგილები და დაერთებები. თუ აღმოაჩენთ ასეთ შემთხვევებს, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, "სასმელი წყალი, რომელიც თბილისის მოსახლეობას მიეწოდება, მუდმივად კონტროლდება, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სინჯებს მუდმივად იღებს და ლაბორატორიულად მოწმდება, ის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს," - განმარტა ვიცემერმა.

 

დღის ამბები