13 სექტემბერი 2026,   05:53
ვრცლად
დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს. უფლებადამცველების მტკიცებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე 5 პირია ბრალდებული - მათ შორის მისი მეგობარი და პოლიციის როგორც ყოფილი ასევე მოქმედი თანამშრომლები. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღის ამბები