ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის სამხარეო პოლიციას საქმის მასალებს სთხოვს. ცენტრმა მოთხვნით უწყებას უკვე მიმართა. "ემპათია" რუსეთის სამხარეო პოლიციას, ირაკლი კვარაცხელიას მეუღლის დაზარალებულად აღიარებასაც სთხოვს. სამომავლოდ მხარე სარჩელის შეტანას ევროპის სასამართლოში გეგმავს.
"ჩვენ კვლავ მივმართავთ რუსეთის სამხედრო პროკურატურას უკვე მოთხოვნით, თუ რა ეტაპზე იმყოფება გამოძიება, არის თუ არა აღძრული საქმე, არის თუ არა რაიმე პროგრესი გამოძიებაში და ასევე ვთხოვთ, რომ დაზარალებულად იყოს ცნობილი ირაკლი კვარაცხელიას მეუღლე. იმის და მიხედვით თუ რა პასუხი იქნება ცენტრი "ემპათია" უკვე ჩამოაყალიბებს სტრატეგიას თუ როგორ მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს," - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.