20 სექტემბერი 2026,   17:40
ვრცლად
12 ოქტომბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენაზე" ირლანდიას დაუპირისპირდება

ხვალ 12 ოქტომბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენაზე" ირლანდიას დაუპირისპირდება.

ჯგუფის ლიდერთან მატჩისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ოქტომბრიდან არასრული შემადგენლობით ემზადება.

მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია.

გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი და თამაშიგან მაქსიმალურ შედეგს ელიან.

ამ მომენტისათვის საქართველოს ნაკრები D-ჯგუფში 3 მარცხით, 1 ფრითა და 1 მოგებით, მეოთხე ადგილზეა. ირლანდია კი პირველ ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ რომ ეს ამ გუნდებს შორის მე-11 დაპირისპირება იქნება , ჩვენს ნაკრებს ირლანდიასთან ჯერ არ გაუმარჯვია.

დღის ამბები