18 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
"ჯიშკარიანი არის ჩემი მეზობელი და არ მაქვს გარანტია, რომ ქუჩაში ვივლი მშვიდად"- თამთა თოდაძე

თამთა თოდაძე შალვა თადუმაძეს მიმართავს. თოდაძე გენერალურ პროკურორს ილია ჯიშკარიანის დაკავებას სთხოვს, რადგან როგორც დაზარალებული ამბობს, ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

"მივმართავ გენერალურ პროკურორს, მოახდინოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება და გათვალისწინებულ იყოს თუნდაც ის, რომ ილია ჯიშკარიანი არის თანამდებობის პირი, რეალობაში ისნის რაიონი მის ხელშია, კიდევ ერთი გარემოება, რომ ის არის ჩემი მეზობელი და არ მაქვს გარანტია, რომ ქუჩაში ვივლი მშვიდად,"-ამბობს თამთა თოდაძე "კურიერთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. 

დღის ამბები