13 სექტემბერი 2026,   18:08
ვრცლად
მკვლელობის მცდელობა განქორწინების დღეს - ხაშურში დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება

 

ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე, მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მას სისხლის დიდი რაოდენობა აქვს დაკარგული. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს იარაღიდან ნასროლი ჭრილობის კვალი არ აღენიშნება.

"მრავლობითი ძვლების მოტეხილობა, დიდი რაოდენობით სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ამ ეტაპზე კრიტიკულია მისი მდგომარეობა, დანაკარგია სისხლის ძალიან დიდი, უგონო მდგომარეობაში იმყოფება, ცეცხლსასროლი იარაღით ნასროლი კვალი არ არის ნანახი, რითია მიყენებული, ეს უცნობია, ექსპერტიზა დაადგენს," - ამბობს "კურიერთან" ხაშურის "რეფერალური ჰოსპიტალის" რეანიმაციული სამსახურის უფროსი თეა კორკოტაძე.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალს ჭრილობები იარაღიდან გასროლით ჰქონდა მიყენებული, შსს-მ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დღის ამბები