18 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
ქალზე ძალადობის სტატისტიკა - 4 მოკლული ქალი 2019 წელს

მიმდინარე წელს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალს სასიკვდილოდ იმეტებენ. 4 მოკლული - წელს, 7 - შარშან, ხოლო 2017 წელს ოჯახურ ძალადობას 14 ქალი ემსხვერპლა.

საზოგადოებისთვის საგანგაშო უნდა იყოს კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც კონკრეტული ციფრების გარდა ჩვენი საზოგადოების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს.
წელს, მხოლოდ 6 თვეში, ქალზე ძალადობის და მუქარის გამო 5 399 შემაკავებელი ორდერი გაიცა.

დანაშაული, რომელიც ხაშურში დღეს დატრიალებულ ტრაგედიას ჰგავს, ამავე ქალაქში რამდენიმე თვის წინ კიდევ მოხდა. მსხვერპლი აქაც ყოფილი ცოლია, დამნაშავე - ქმარი. 33 წლის ქალი, რომელსაც პარტნიორთან რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების დასრულება უნდოდა, ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა, ნაცნობი სცენარით - მიაკითხა სამსახურში და დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.


მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილ ქმართან შერიგება არ უნდოდა, მოკლეს ნონა ლაზარიაშვილიც. დუბაიდან დროებით სამშობლოში დაბრუნებული 48 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ იმსხვერპლა. 2 კვირის წინ თელავში გავრცელდა ამბავი, რომ რევაზ კეკელიძემ ჯერ ცოლს ესროლა და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ისტორიები განსხვავებულია, მაგრამ შედეგი ხშირ შემთხვევაში - ერთი. ძალადობის მსხვერპლი ქალების ნაწილს კლავენ, ნაწილი კი თვითმკვლელობამდე მიჰყავთ. ერთ-ერთი ასეთი იყო რიტა შაკაია, რომელზეც ქმარი და მისივე ოჯახის წევრებიც სხვადასხვა ფორმით ძალადობდნენ. ეს შემთხვევა სამეგრელოში მოხდა.

სავარაუდოდ, ძალადობაა იმ დანაშაულის მოტივიც, რომელსაც თბილისში, თემქაზე მცხოვრები ქალი ემსხვერპლა.

პოლიციაში ასობით შეტყობინებაა შესული მამაკაცის მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ. მსხვერპლთა სიაში არიან ორსულებიც და ჩვილებიც, რომლებზეც მამები  ძალადობენ.


საგრძნობლად გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მუდმივად განიცდიან. მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 5 ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერია გაცემული.

დღის ამბები