19 აპრილი 2024,   09:41
ვრცლად
იაპონიაში, ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რაოდენობა ისევ გაიზარდა - გარდაცვლილია 33, დაკარგულია 18 ადამიანი.

ტაიფუნ "ჰაგიბისის" შემდეგ იაპონიის ცენტრალურ ნაწილში მდინარეები ადიდდა. ყველაზე მეტი ადამიანი ძლიერი წვიმის გამო ჩამოშლილმა მეწყერებმა შეიწირა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის 12 პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ხელისუფლებამ 7 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

 

დღის ამბები