23 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
დაჭრა თელავში - დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

ამასთან, სასამართლო დღესვე იმსჯელებს დაკავებულისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

შეგახსენებთ, რომ ჩხუბი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მეგობრებს შორის სუფრაზე ორი დღის წინ მოხდა. მასპინძელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისიდან ჩასული ორი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები