13 სექტემბერი 2026,   02:12
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 60 000 ლარის ღირებულების პოლიეთილენის პარკებისა და ერთჯერადი ჭიქების რეალიზაციის ყალბი ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები გაწერეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.  

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა, მოხდა 60 000 ლარის ღირებულების პოლიეთილენის პარკების, გრანულებისა და ერთჯერადი ჭიქების რეალიზაცია," - აცხადებს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი, თორნიკე ბიბილეიშვილი. 

დღის ამბები