მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილებას, კვირიკაშვილის უდანაშაულობის შესახებ, არ ეთანხმება.
მომდევნო სხდომა ექვს ნოემბერს არის ჩანიშნული. როგორც კვირიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვას წაიკითხავენ, შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადეს.
მერაბ კვირიკაშვილის პროცესი პირველ ინსტანციაში ოცდაათ მაისს დასრულდა. მოსამართლემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ სცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაახლოებით 4 წელი მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი, მათ შორის კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლა.