ხარშურში "ევექსის" კლინიკაში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მედიკოსების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ოჯახი საკეისრო კვეთას ითხოვდა, თუმცა, მედიკოსებმა ფიზიოლოგიური მშობიარობა გადაწყვიტეს, რის გამოც დედაც და ჩვილიც გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 40 წლის მშობიარე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სურამიდან ხაშურის საავადმყოფოში გუშინ საღამოს გადაიყვანა.
"ევექსის" კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია. მათივე თქმით, რამდენიმე ექიმს ლიცენზია შეუჩერდა.
გარდაცვლილს 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.