27 დეკემბერი 2024,   17:54
ვრცლად
შეუწყვეტს თუ არა მთავრობა ხელშეკრულებას ანაკლიის კონსორციუმს - გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

შეუწყვეტს თუ არა მთავრობა ხელშეკრულებას ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დღეს უნდა გახდეს ცნობილი. პრობლემის მოუგვარებლობაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება შეწყდება კონსორციუმი იურიდიული დავის დაწყებისთვის მზად არის. ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტორის წარდგენის ვადა გუშინ საღამოს ამოეწურა. კონსორციუმში ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება მათთვის ხელის შეშლას ყველანაირად ცდილობს. პარალელურად, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ საჯაროვდება ის წერილი, რომელიც კონსორციუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში პრობლემის მოსაგვარებლად გადაგზავნა.

დღის ამბები