ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ყველაზე მაღალ მთაზე ცხენით გაემგზავრა, ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება.
KCNA-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსესიაში ჩანს, რომ პაეკტუს თოვლით დაფარულ მთაზე კიმ ჩენ ინი თეთრ ცხენზე ამხედრებული მიემართება
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 2750 მეტრიან მწვერვალზე მიდის, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ასეთი ჟესტი, მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას უძღვის წინ.
ამ მთას ქვეყნის იდენტობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია და კიმ ჩენ ინის მამის კიმ ჩენ ირის დაბადების ადგილად ითვლება.