27 დეკემბერი 2024,   19:07
ვრცლად
ულტიმატუმი ჯანდაცვის სამინისტროს - დევნილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროს ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე 1 საათის განმავლობაში მათ არ შეხვდებიან, აქციის მონაწილეები სამინისტროში შეჭრას და მათთან შეხვედრას გეგმავენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები უკვე 30-ე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ბინებით უზრუნველყოფის მოთხოვნის პარალელურად, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი, რამდენიმე დღეა, რაც პროტესტს შიმშილობის ფორმით გამოხატავს. 

"30 დღეა ველოდებოდით მინისტრის ჩამოსვლას. ჩამოსვლა არ მოხდა, მარტო ბატონი წოწკოლაური იყო ჩამოსული და იგივეს გვეუბნება, კრიტერიუმები, ქულებს ვერ აკმაყოფილებთ. 27 წელი გავიდა და რით ვერ ვაკმაყოფილებთ? მარტო ყიდიან ჩვენს ბინებს, ფულს იღებენ, ქულებს ყიდულობენ და ისინი აკმაყოფილებენ, ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ," - აცხადებს ერთ-ერთი მონაწილე.

დევნილები ახალი კომისიის შექმნას ითხოვენ, სადაც ხელახლა განიხილება საცხოვრებელი ბინების გაცემა. ასევე ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად ისინი კომისიის წარმომადგენლების შეცვლას ასახელებენ.

დღის ამბები