27 დეკემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას რევოლუციით ემუქრება

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას რევოლუციით ემუქრება. თუ ახდება ირაკლი კობახიძის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ხმების 60 პროცენტს "ქართული ოცნება" 20-20 პროცენტს კი ოპოზიცია მიიღებს, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის თქმით, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდება.

ირმა ინაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" შესაბამის პასუხს სახალხო პროტესტით მიიღებს.

"ვეუბნები "ქართულ ოცნებას", მის მმართველ ელიტას და ცალკეულ ლიდერებს რომ ბატონებო, თუ თქვენ გაბედავთ და 2020 წლის არჩევნებში დაიწერთ 60 პროცენტს, დავუწერთ 20 პროცენტს სააკაშვილის და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, ჩვენ, "საქართველოს პატრიოტები", ქართველ ხალხთან ერთად მოგიწყობთ ნამდვილ რევოლუციას. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ეს არ იქნება ის საპროტესტო აქციები, რასაც "ქართულ ოცნებასთან" შეხმატკბილებული და კოჰაბიტირებული ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფები უწყობენ ხოლმე "ქართულ ოცნებას", ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია და ნამდვილი პროტესტი, ნამდვილი რეაქცია ქართველი ხალხის, იმ შედეგებზე, რომელსაც წინასწარ ასაჯაროებს ბატონი კობახიძე," -განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა.

 დღეს გამართულ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა საპარლამენტო კოალციის შექმნაზეც ისაუბრა. ინაშვილის მტკიცებით, "ქართული ოცნებისთვის", "პატრიოტთა ალიანს"პარტნიორობა არ შეუთავაზებია.

დღის ამბები