27 დეკემბერი 2024,   18:49
ვრცლად
დევნილები ჯანდაცვის სამინისტროში შეიჭრნენ

დევნილების ულტიმატუმი მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც აქციის 30-ე დღეს დევნილები სამინისტროს შენობაში შეიჭრნენ. ამ ეტაპზე მათი მთავარი მოთხოვნა მინისტრის კაბინეტში მოხვედრა და უშუალოდ მასთან გასაუბრებაა.

ამ წუთებში, დევნილები სამინისტროს ფოიეში არიან შეკრებილნი და მინისტრს ელოდებიან. მათი თქმით, თუ მინისტრი მათ არ შეხვდება, აქციის მონაწილეები თავად ავლენ მის კაბინეტში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები უკვე 30-ე დღეა რაც ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ, თუმცა ამ წუთამდე მათთან შეხვედრა მინისტრმა ვერ მოახერხა. 

დღის ამბები