18 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
მარნეულში ცესკოს ყოფილი მდივნის მტკიცებით, "ქართულმა ოცნებამ" შვილის ჟურნალისტური საქმიანობის გამო სამსახურიდან დაითხოვა

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი მდივანი მისი კანდიდატურის დაბლოკვას შვილის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ელგუჯა ჩხიტუნიძე მტკიცებით, მას "ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დაუკავშირდა და გააფრთხილა, რომ ცესკოში მუშაობას ვერ გააგრძელებდა. 

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ, კანონით დადგენილ წესებს განმარტავენ და ამბობენ, რომ კონკურსში გადაწყვეტილებას კომისიის 12 წევრი იღებს, რომელთა შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან. როგორც ირკვევა, კონკურსის დროს ჩხიტუნიძის კანდიდატურას უარი კომისიის ყველა წევრმა ერთიანად უთხრა. 

ცესკოს ყოფილი თანამშრომლის შვილი ირწმუნება, რომ მის მიერ მომზადებული კრიტიკული მასალების გამო ოჯახმა გაფრთხილება არაერთხელ მიიღო. მისი თქმით, მუქარის შემცველ გზავნილებს "ქართული ოცნების“ წევრი ნათესავისგან იღებდნენ. 

ვინ დგას გაფრთხილების უკან? - კითხვის მთავარ ადრესატად მარნეულში, მაჟორიტარ დეპუტატს, რუსლან გაჯიევს ასახელებენ.თუმცა,პარლამენტის წევრი ბრალდებებს უარყოფს და მარნეულის რადიოს თანამშრომელს დადებითად ახასიათებს.

დღის ამბები