თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, დაჭრილი ლევან ძნელაძის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ძნელაძის ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის ინფომაციით, პროცესი ბრალის წარდგენის მსგავსად საავადმყოფოში გაიმართება.
"საავადმყოფოს შენობაში ჩატარდება აღმკვეთი შეფარდების სხდომა, რადგან ლევან ძნელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა მისი ტრანსპორტირების საშუალებას. ძნელაძე დუმილის უფლებას იყენებს,“ - განმარტა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ყოფილ დაზარალებულს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებენ. საქმე არსებითად სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა შეცვალა, რომელთა საფუძველზეც, დაზარებული ძნელაძე ბრალდებული აღმოჩნდა. სისხლიანი გარჩევა ვაკეში 30 სექტემბერს მოხდა.